ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, მცხეთის კოვიდკლინიკაში იმყოფება.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, კლინიკაში ჩასვლის მიზეზი ის გახდა, რომ ამჟამად ეპიცენტრმა მცხეთის კლინიკაში გადაინაცვლა და იქ ყველაზე მძიმე პაციენტები მკურნალობენ.
„ამ ბოლოს ეპიცენტრმა გადმოინაცვლა მცხეთის კლინიკაში. მათ ყავთ 37 პაცინეტი. მძიმე და კრიტიკული პაციენტები. ეს ძალიან დიდი პასუხიმსგებლობაა ამ კლინიკისთვის. მათ გადაარჩინეს რამდენიმე ისეთი პაციენტი, რომლის გადარჩენის იმედიც არ გვქონდა. ახლა აქ გვყავს 3 მძიმე პაციენტი და 1-ია განსაკუთრებით მძიმე. 83 წლის ქალბატონი. მას სამჯერ გაუჩერდა გული სხვადასხვა დროს და სამჯერვე მოაბრუნეს. გვაქვს იმედი, რომ გადარჩება და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა პანდემიასთან ბრძოლის დაწყების შემდეგ“,_ განაცხადა ცერცვაძემ.