მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნების“ სიაში მოხვდეს _ იგი ამბობს, რომ შეთავაზება პარტიიდან მიიღო და დათანხმდა.
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ აბაზოვისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში შეყვანა არ შეუთავაზებიათ:
„თემურ აბაზოვის მიმართ არც შეთავაზება ყოფილა და არც განხილული ყოფილა პროპორციულ საარჩევნო სიაში მისი შეყვანის საკითხი. ეს საკითხი არ განხილულა და არც შესაძლებელია განხილული იყოს.
გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტსაბჭო და მისი რეკომენდაციები განიხილება საარჩევნო შტაბში. არანაირი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ არსებობს და ვერც იარსებებს. კანდიდატი მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რესურსი უნდა ჰქონდეს, საქმე აკეთოს ქვეყნისთვის“, _ განაცხადა ვოლსკიმ.