პირბადე უნდა ატაროთ იმ შემთხვევაშიც თუ კი სახლში იმყოფებით იმ ადამიანთან ერთად, ვისთანაც არ ცხოვრობთ,_ ამის შესახებ Reuters-ის ინფორმაციით, რეკომენდაცია მოსახლეობას მადრიდში ხელისუფლების წარმომადგენელმა მისცა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ესპანეთში მკაცრი წესები ნიღბის ტარების შესახებ ამოქმედებულია.
მადრიდში ნიღბის ტარება სავალდებულოა საზოგადოებაში ყველგან, თუ ხალხი გარეთ არ არის და ვერ შეძლებს 1.5 მეტრით დაშორებას.
ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ თითოეულ მოქალაქეს ეკისრება პირად შეკრებებში, მაგალითად დაბადების დღეებზე ნიღბის ტარება.
ცნობისთვის, მადრიდმა ერთ – ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო პანდემიისგან, მაგრამ გასული კვირის განმავლობაში, დაინფიცირების გაცილებით ნაკლები შემთხვევები აქვს, ვიდრე კატალონიასა და არაგონს.
კანარის კუნძულებზე და ესანეთის სხვა ადგილებში, სადაც არ არის ქუჩაში სავალდებულო ნიღბის ტარება, გამოქვეყნდა მსგავსი კონტექსტის მქონე ვიდეო.
ვიდეოში ასახულია, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები იკრიბებიან და ბაბუას დაბადების დღეს ულოცავენ, ეხუტებიან. ვიდეოს ბოლოს კი გამოდის ტექსტი ”ოჯახის წევრების უბრალო შეკრებამ შეიძლება 40 დღიან კომაში ჩაგაგდოთ ან შესაძლოა, მოგკლათ”.