ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა აშშ-ის სახემწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქციები დაუწესა. ამის შესახებ კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც, რუსული მედია წერს, კადიროვმა განაცხადა, რომ სანქციები პომპეოს ანგარიშებსაც გაყინავს.
,,მაიკ პომპეოს სასანქციო სიაში ჩართვას ვბრძანებ, მათ შორის, მისი ანგარიშების გაყინვას“ – განაცხადა კადიროვმა.
ასევე, რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ არ ესმის, თუ რატომ დაუწესა აშშ-მ სანქციები მის მეუღლეს და შვილებს.
როგორც ცნობილია, 20 ივლისს, აშშ-მ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, საქციების დაწესების მიზეზია, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა. სანქციები, ასევე დაუწესდა კადიროვის მეუღლესა და შვილებს.