სიეტლში ანტირასობრივი გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 45 ადამიანი დააკავეს პოლიციელებზე თავდასხმისა და მათთვის ხელშეშლის ბრალდებით.
პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 21 პოლიციელი დაშავდა.
რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის დაკავების დროს პოლიციელებს ემსხვერპლა.