სათვალის ან ფარის ტარება საუკეთესო გზაა კორონავირუსისგან თადასაცავად. ამის შესახებ ABCNEWS-თან საუბრისას აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ანტონი ფაუჩიმ განაცხადა.
თეორიულად უნდა დავიცვათ ლორწოვანის ყველა ზედაპირი [თვალები, ცხვირი, პირი], ასე რომ, თუ თქვენ გაქვთ სათვალე ან თვალის ფარი, უნდა გამოიყენოთ ეს”, – თქვა მან.
ფაუჩიმ რეკომენდაცია მისცა სათვალეებს სახის ნიღბის გარდა, მათთვის, ვისაც COVID-19- ისგან “სრულყოფილი დაცვა” სურს, მაგრამ აღიარა, რომ ეს არ არის “უნივერსალურად რეკომენდებული”.
ის იმედოვნებს, რომ სახის ნიღბები დაიცავს ადამიანს გრიპისგან და კორონავირუსებისაგან.