აშშ-ში, ლოს-ანჯელესის ზოოპარკის თანამშრომლებმა, შეყვარებული ლომების წყვილი ერთ დღეს დააძინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის ადმინისტრაცია Facebook-ით ავრცელებს.
როგორც ზოოპარკის ვეტერინარები აცხადებენ, ევთნაზია 30 ივლისს ჩაუტარეს, რისი მიზეზიც ლომების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ლომები ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ.
ზოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 21 წლის ლომები ჰუბერტი და კალისა, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში დაიბადნენ და ერთმანეთს 2014 წელს, Woodland Park Zoo – ში შეხვდნენ, სადაც მათი „რომანი“დაიწყო.
ზოოპარკის თანამშრომლების განცხადებით, ლომები ზოოპარკის ისტორიის პოზიტიურ ნაწილად დარჩებიან და ზოოპარკს ძალიან დააკლდებიან.
მათივე თქმით, ლომების, ეს წყვილი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
Woodland Park Zoo-ის თანამშრომლების ცნობით, ლომები ტყვეობაში საშუალოდ 17 წელს ცოცხლობენ, ველურ ბუნებაში კი 10-14 წელს.