ვერძი
ცეცხლოვანი ტემპერამენტის მქონე, მაგრამ გამოკვეთილი მამაკაცური თვისებების მატარებელი ქალია.
იგი შეუდარებელი შეიძლება იყოს სექსში, თუმცა მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება მხოლოდ ლომ, მორიელ ან თხის რქა მამაკაცს თუ ხელეწიფება.
ისიც იმიტომ, რომ ჩამოთვლილი ნიშნით დაბადებულ მამრებში ძლიერადაა გამოვლენილი სიმამაცე და ხასიათის სიმტკიცე, რაც ვერძთან მიმართებაში ჰაერივით აუცილებელია.
ამ ქალის ქმრობა რთულია, მაგრამ ამ ფაქტსაც ახლავს “ბონუსები”. იგი შესანიშნავი ცოლი იქნება ამბიციური კაცისთვის, რომელსაც ცხოვრებისეული გამოწვევები არ აშინებს და სურს კარგი კარიერის გაკეთება.