განათლების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა დაიწყება 15 სექტემნბერს, ასევე უნივერსიტეტებში- აუდიტორიებში.
მზად ვართ ყველა სცენარისთვის. საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება“,_ განაცხადა ჩხენკელმა.