საგამოცდო ცენტრმა 2020 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
დღეისთვის უკვე ცნობილია ბიოლოგიის, ხელოვნების, მათემატიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგები.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან აცნობეს, ბიოლოგიაში, სადაც მაქსიმალური ქულა იყო 70, 63 ქულა მიიღო #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ინა მეფარიშვილმა;
მათემატიკაში მაქსიმალური 59-დან ქულიდან, 49 ქულა დააგროვა შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა სიხარულიძემ; პირველსკოლელებმა: ქრისტინა გუდავაძემ _ 41, მარიამ მდინარაძემ _ 40, ნოდარ კუტუბიძემ _ 30, ლუკა კოტრიკაძემ კი 30 ქულა მიიღეს.
პ.ს. გაცნობებთ, რომ გამოქვეყნებული ქულები არ არის საბოლოო, მას შეიძლება დაემატოს სკოლებიდან მიღებული ინფორმაცია.