იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის არავის ეშინია და მას არც პოლიტიკური გამბედაობა და არც საქართველოში ჩამოსვლის რესურსი აქვს.
„ვფიქრობ, სააკაშვილი რეალურად ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში, რაც მას კანონით ეკრძალება და ის უხეშად არღვევს იმ მოთხოვნებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ხშირად გამოჩნდება და რაც უფრო ხშირად ისაუბრებს მსგავსი ტიპის პოლიტიკურ სისულელეებზე, მით უფრო ქვემოთ წავა „ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების რეიტინგი.
არავის ეშინია მისი. ვიცით, რომ არაერთხელ მოდიოდა. არ აქვს არც იმის პოლიტიკური გამბედაობა და არც იმის რესურსი, რომ ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა საქართველოში, მის მიმართ მართლმსაჯულება განხორციელებულია. ის არის მსჯავრდებული და მისი ადგილი იქნება შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში“,_ წერია ანრი ოხანაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.