ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ახალციხეში, სოფელ მუგარეთში – 14 წლის მოზარდი, რომელიც ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა, მდინარეში დაიხრჩო.
ინფორმაცია „გურია ნიუსს“ სოფლის რწმუნებულმა გიორგი ბლიაძემ დაუდასტურა.
„გარდაცვლილი 14 წლის ბიჭია, რომელიც ბაბუასთან იმყოფებოდა სტუმრად“, _ ამბობს ბლიაძე.
მოზარდის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.