პოლიგამიისა და პარტნიორების ხშირი ცვლისკენ არიან მიდრეკილნი შემდეგი ნიშნები: ტყუპი, მშვილდოსანი, ვერძი, მერწყული – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მალე ბეზრდებათ რუტინა ყოველდღიურ ცხოვრებაში და მუდმივად დაეძებენ ახალ შეგრძნებებს.
მეტ-ნაკლებად სტაბილურები არიან ქორწინებაში: სასწორის, თევზების, ლომისა და მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანები. მათთვის ემოციური კავშირი ძალზე მნიშვნელოვანია პარტნიორთან. ამიტომ, თუკი ისეთ ადამიანს შეხვდნენ, ვისაც საკუთარ ჭეშმარიტ მეორე ნახევრად მოიაზრებენ და მასთან ემოციური კავშირი იგრძნეს, ქორწინება საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი იქნება.
ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი ერთგულებისა და ოჯახის სიმყარისკენ კუროს, თხის რქის, ქალწულის და კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანები. მათთვის ოჯახურ ცხოვრებაში მთავარია მიჩვევა, პატივისცემა და საერთო ოჯახური ინტერესები. ისინი საკმაოდ პრინციპულები არიან საიმისოდ, რომ მრავალწლიანი კავშირები დაანგრიონ წუთიერი გატაცების გამო.