ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტის საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღობა სენაკის მუნიციპალიტეტში მოხდა.
მიტროპოლიტ საბასთან დაკავშირებას „გურია ნიუსი“ ჯერჯერობით ვერ ახერხებს. უცნობია რა არის წაღებული ოჯახიდან.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 179- ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით მიმდინარეობს.