ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას – 9.9%-მა.
როგორც ბელარუსის ცესკოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, არჩევნების საბოლოო შედეგი წინასწარი მონაცემებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება.
ოპოზიციის მთავარი ლიდერი ამბობს, რომ იგი არ ენდობა ოფიციალურ ციფრებს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოჰყვა.
ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უფლებადამცველი ორგანიზაცია ამბობს, რომ, დაპირისპირების შედებად 1 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი ადამიანი კი დააკავეს.