რუსეთი არ ღებულობს მნიშვნელოვან წვლილს ჩეჩნეთის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიების საქმეზე,_ ამის შესახებ Deutsche welle-ს ინფორმაციით, ნათქვამია გერმანიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გერმანიის სხვადასხვა დეპარტამენტი და სამთავრობო ორგანოები 2019 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე დაუკავშირდნენ რუსეთის ხელისუფლებას 12-ჯერ, რათა მიეღოთ ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ამასთან, 2019 წლის დეკემბერში გერმანიამ იურიდიული დახმარების ორი ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა რუსეთის ფედერაციას.
”ბოლო პასუხს რუსეთის გენერალური პროკურატურიდან, რომელიც 2020 წლის 2 ივნისს მივიღეთ, მნიშვნელოვან წვლილს არ მოუტანა გამოძიებაში”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროში გავრცელებულ განცხადებაში.
წარმოშობით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. 2020 წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა.