ტყუპს გაორება სჭირთ – ერთ სხეულში ორი ურთიერთსაპირისპირო პიროვნება ცხოვრობს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა ზუსტად არასდროს იციან რა სურთ, რატომ, როგორ, რისთვის, რას გააკეთებენ ორ დღეში ან სულაც ორ საათში. ისინი გამუდმებით იცვლებიან და თავს ებრძვიან, ადამიანებს კი უჭირთ სწრაფად გადალაგდნენ მათ ახალ-ახალ განწყობაზე, შეხედულებებზე, გეგმებზე. ტყუპებო, ირგვლივ მყოფები არ დაადანაშაულოთ იმაში, რომ სწრაფი ტემპით ვერ მოჰყვებიან თქვენს ცვალებადობას. სხვების სულიერი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ამიტომ აოცებთ თქვენი ცხოვრების სტილი.
ადამიანები ვერ იგებენ კირჩხიბის უკიდურეს მესაკუთრეობას, ლამის ავადმყოფურ სიყვარულს, ოჯახის წევრებსა და პარტნიორზე მიჯაჭვულობას, ყველაფრის კონტროლის სურვილს და ზღვარგადასულ ემოციურობას. კირჩხიბებო, თქვენ არც გიჟი ხართ და არც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, უბრალოდ მთვარის ზეგავლენის ქვეშ მოექეცით. მსგავსი ადამიანები კი, ყოველთვის უკიდურესობაში ვარდებიან… თუ უყვართ, უყვართ მთელი გულით! თუ სძულთ, სძულთ ყველა უჯრედით!
ადამიანებს არც მშვილდოსნის ესმით, რადგან ამ ნიშნით დაბადებულები ერთი დღით ცხოვრობენ, თითქოს არც წარსული ჰქონდეთ და არც მომავალი. დაუმორჩილებელი სული – ასე აღწერენ მშვილდოსნებს ასტროლოგები. ის ძალიან ჰგავს შეუჩერებელ სტიქიას! ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებას რთულად გააჩერებთ ერთ ადგილას – სახლსა თუ სამსახურში – ის მუდმივ მოძრაობაშია, ხან ალთასაა, ხან – ბალთას: მოგზაურობს, გიჟობს, არღვევს ნორმებსა და წესებს! კირჩხიბისგან განსხვავებით, მათი გრძნობები ზედმეტად ზედაპირულია. გვიან ქმნიან ოჯახს ან საერთოდ არ ქორწინდებიან, ცდილობენ არ გააჩინონ ბავშვი და არ დაფუძნენ – რა თქმა უნდა, ოჯახისა და შეჯგუფებისკენ მიდრეკილ ადამიანებს, მისი მომთაბარეობაც აკვირვებთ.