ABCNEWS-ის ინფორმაციით, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ენტონ ფაუჩს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთმა კორონავირუსის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცა.
,,იმედი მაქვს, რუსებმა რეალურად, საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩმა.
როგორც ფაუჩი მაუწყებელთან ინტერვიუში განმარტავს, რომ ვაქცინის ქონა და მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ორი სხვადასხვა რამეა.
მან, ასევე აღნიშნა, რომ თუკი და როდესაც ამერიკელები მოისმენენ განცხადებას ვაქცინის შექმნის შესახებ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცა რუსეთი ან ჩინეთი, უნდა ახსოვდეთ, რომ აშშ აქვს უსაფრთხოების და ეფექტურობის გარკვეული სტანდარტები.
ასევე ფაუჩმა განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის შექმნელებს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ ადამიანებზე ჩატარებული ცდების მონაცემები.
როგორც ცნობილია, 11 აგვსტოს რუსეთმა გამალეია ინსტიტუტის მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა – ,,სპუტნიკ-V“ – ოფიციალურად დაამტკიცა.