რამდენიმეწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიას პირვანდელი სახე დაუბრუნდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული სამხატვრო აკადემია სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.
„ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე შენობაში რესტავრაცია ჩაუტარდა ცნობილ სარკეებიან და საგამოფენო დარბაზებს, დიდ ბიბლიოთეკას, აკადემიის ფონდებსა და საცავებს. სრულად აღდგა შენობის მთავარი ღირსშესანიშნაობა – თავის დროზე ირანელი ოსტატების მიერ შექმნილი საარკეებიანი დარბაზები, მოპირკეთდა და კეთლმოეწყო ეზო. ამ ეტაპზე სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შენობის მოწესრიგება და ინტერიერის დასუფთავება“,_ ამბობენ სამინისტროში.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციითვე, ამჟამად მიმდინარეობს გრიბოედოვის #22-ში მდებარე აკადემიის ცენტრალური სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2021 წელს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 4 912 000 ლარს შეადგენს.