გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გურიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამ კანდიდატს განიხილავს და მათ შორის მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიას.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „გურია ნიუსი“ კვირკველიას დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას გაიკვირვა მასთან დაკავშირებით გავრცელებული ეს ინფორმაცია.
რაც შეეხება გურიაში ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს კახა ასკურავას, ის ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.