საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებს ,,გურული დღიურების ფონდის” სტიპენდია დაენიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუქში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დორექტორმა, გიორგი კეკელიძემ გაავრცელა.
“ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებს ,,გურული დღიურების ფონდის” სტიპენდია დაენიშნებათ.
p.s. მადლობა თანადგომისთვის ჩვენს მეგობარ ქართველ მეცენატს ავსტრალიიდან, რომელმაც ერთი მათგანის სტიპენდიატობა უზრუნველყო”,_ წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.