დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1385 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან განკურნებულთა რაოდენობა 1118-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.