ვერძი
მას სჭირდება მუდმივი მოქმედება. ვერძი აუცილებლად უნდა იყოს მოვლენების ეპიცენტრში და მთავარ როლში. პირველ რიგში, ეს ეხება მის კარიერას, ან იმ ადგილს, სადაც მუშაობს. ვერძს სჭირდება ახალი მწვერვალების დაპყრობა, დიდხანს ერთ ადგილას ვერ ძლებს, მას არც მშვიდი და წყნარი ოჯახური კომფორტი აკმაყოფილებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საყვარელი ადამიანი მუდმივად კვებავდეს ემოციით და ხვდებოდეს რადენად მნიშვნელოვანია მისთვის თავგადასავალი, მოგზაურობა, ასეთი ცხოვრების ტემპი ვერძს არ აძლევს საშუალებას „ჩაქრეს“ და დაიფერფლოს.
კურო
არ არსებობს სხვა ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ასე ძალიან უყვარს კომფორტი, როგორც კუროს. კუროებს არ შეუძლიათ იაზროვნონ და რამე ღირებული შექმნან, თუ მათ ირგვლივ არაა კომფორტი. ამიტომ, კურო ახალგაზრდობიდანვე ცდილობს შეიქმნას უზვრუნველი ცხოვრება. მისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრობდეს ლამაზ, კომფორტულ და რაც მთავარია, მყუდრო სახლში. საკუთარ სახლში კურო ყველაფერს აკეთებს, ან ცდილობს გაკეთოს საკუთარი ხელით. ამაში ის დიდ სიყვარულსა და ენერგიას დებს. კუროსთვის მნიშვნელოვანია გვერდით ჰყავდეს ისეთი პარტნიორი, რომელიც მას აღიარებს, მოუვლის და გაანებივრებს კომპლიმენტებით. გამოკვებავს დაუზარელად და გემრიელად, რამეთუ მიწის სტიქიის წარმომადგენელი ჭეშმარიტი გურმანია.
ტყუპები
თუ ოდესმე ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მოხვდება უკაცრიელ კუნძულზე, ის იქ მოკვდება არა შიმშილითა და უწყლობით, არამედ იმიტომ, რომ არ ეყოლება ხმის გამცემი. მერკურის შვილებს ვერც კი წარმოუდგენიათ თავისი ცხოვრება ურთიერთობის, კამათის, აზრის გაცვლის გარეშე. ტყუპები მუდამ ყურადღებით უსმენენ მოსაუბრეს და არ ეზარებათ გრძელი გულიანი რჩევების მიცემაც. გიჟდებიან ჭორების მოსმენაზე.
კიბო
კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადბულებს ძალიან უყვართ სახლში ჯდომა. საქმე ისაა, რომ მათთვის მნიშვნლოვანია უსაფრთხოების განცდა, ხოლო თავს ყველაზე უსაფრთხოდ სახლში, საკუთარ ტერიტორიაზე გრძნობენ. იმისთვის, რომ თავს სხვაგანაც კომფორტულად და კარგად გრძნობდეს, ვინმემ უნდა შეძლოს მისი სახლიდან გარეთ გაყვანა, ამისთვის კირჩხიბს სჭირდება ძლიერი პარტნიორი, რომელიც მას დაიცავს ნებისმიერი საფრთხისგან, შესაფერისი პარტნიორის გვერდით, მთვარის შვილებს შეუძლიათ მთების გადადგმა.
ლომი
გულწრფელად რომ ვთქვათ, ლომს არ შეუძლია იცხოვროს აღიარების გარეშე. ლომი გარშემომყოფებმა უნდა აღიარონ. ის არის ნათელი, გამორჩეული პიროვნება, რომელსაც უყვარს აპლოდისმენტები. ხშირად ლომის ნიშნის ქვეშ – მსახიობები, შოუმენები იბადებიან. პოლიტიკოსები, ან მსხვილი ბიზმესმენები. ლომის მოტივატორი მოექცეს პირამიდის უმაღლეს საფეხურზე არ არის არც ფული და არც ძალაუფლება, არამედ აღიარება, თაყვანისცემა. ლომისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი მთავარი თაყვანისმცემელი და გვერდში მდგომი იყოს ის ადამიანი, ვინც მას უყვარს. თუ ლომის მეორე ნახევარი მისით მუდმივად აღფრთოვანებული იქნება, იცოდეთ, რომ ლომი დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერი იქნება.
ქალწული
იმისათვის, რომ ქალწული იყოს ბედნიერი და დატკბეს სიცოცხლით, მნიშვნელოვანია წესრიგი. სახლში, სამსახურში წესრიგი უნდა იყოს ყველგან. ფიქრებსა და საქმეებშიც კი. მათ უყვართ დალაგება და ძალიან უჭირთ იმის ატანა, როდესაც მის იდეალურად დალაგებულ სახლს გარშემომყოფები ქაოსად აქცევენ. ქალწულს გაყევით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლომდე მოუთმენთ, არ გაგაღიზინებთ მისი სწრაფვა იდეალიზმისაკენ. ამ შემთხვევაში ის და მისი პარტნიორიც უბედნიერესები იქნებიან.
სასწორი
არ მოიძებნება ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ისე უჭირს გადაწყვეტილების მიღება, როგორც სასწორს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მუდმივად იმყოფებიან ეჭვებში. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მათთვის ტანჯვა- წამების ტოლფასია. ამის გამო მათ სჭირდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც თავის თავზე აიღებს ყველა მნიშვნელოვან საკითხს და გაანთავისუფლებს მათ გადაწყვეტილების მიღებისაგან.
მორიელი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია მათი პირადი. ამიტომ რაც მათ ეკუთვნით უფრთხილდებიან. ცდილობენ დამალონ ისეთი პრობლემები, რომლებიც მათ ოჯახში ხდება. ამის გამო ეჭვიანი მორიელები ყურადღებით ადევნებენ თვალს თავიანთ პარტნიორებს. ისინი მათ საკუთრებად აღიქვამენ და არა პარტნიორებად. მათთვის მნიშვნელოვანია დაიცვან ყველაფერი, რაც წვალებითა და ძალისხმევით შექმეს. ხოლო როდესაც თავს უსაფრთხოდ დაიგულებენ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ სურთ, აღარ არიან ისეთი შხმიანი და აგრესიულები.
მშვილდოსანი
ისე როგორც არავის, ყველაზე ძალიან თავისუფლება მშვილდოსანს სჭირდება. ამიტომაა, რომ მას ძალიან უჭირს მოერგოს ან იმუშაოს ისეთ გარემოში, სადაც შეზღუდული სივრცე და წესებია ან იცხოვრა ისეთი ადამიანის გვერდით, რომელიც არ აძლევს საშუალებას გადადგას დამოუკიდებელი ნაბიჯები. მშვილდოსანი მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი, როდესაც მას თავისუფლებას აძლევს პარტნიორი, ენდობა და არ აკონტროლებს. ამ ნდობის საპასუხოდ მშვილდოსანი პარტნიორს პასუხობს ერთგულებით, სიყვრულით და ზრუნვით.
თხის რქა
თხის რქას სჭირდება წესები და საზღვარი, რომ თავი იგრძნოს კომფორტულად და ჰარმონიულად. თხის რქა ბედნიერია, როდესაც ზუსტად იცის თავისი დღის გრაფიკი, განსაზღვრული აქვს რამდენი უნდა დახარჯოს ამა თუ იმ შეხვედრაზე. როდესაც უკვე ყველაფერი გათვლილია და იცის რას მოელოდეს, მაშინ სატურნის შვილი თავს კარგად და ბედნიერად გრძნობს. სრული ბედნიერებისთვის მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც ითვალისწინებს მის შეხედულებას.
მერწყული
მათ იზიდავთ ახალი ჰორიზონტები, უცხო მიწები და სიახლეები. ამიტომ მერწყული რომ ბედნიერი იყოს, მას სჭირდება თავგადასავალი. ის მუდამ კითხულობს სპეციფიკურ ლიტერატურას. მოსწონს ჭკვიან და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. ცდილობს ჩაწვდეს ჭეშმარიტებას. როდესაც ის ფლობს ძვირფას საჭირო ინფორმაციას, ჭეშმარიტად ბედნიერია. თუ მისი პარტნიორი მთლიანად მხარს უჭერს მერწყულს თავის გატაცებაში. მერწყული მას სიყვარულითა და ერთგულებით დაუფასებს ამ ყველაფერს.
თევზები
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები არიან განათლებული, ჭკვიანი და საოცრად ხელოვანი პიროვნებები. მათ ბედნიერებისთვის სჭირდებათ თვითგამოხატვის საშუალება. სჭირდებათ ნიჭიერების გამოვლინება და ბევრი აპლოდისმენტი. სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც მათ ნიჭიერებას აღიარებენ. თევზებს სჭირდებთ ძლიერი ადამიანი, რომელიც მათ გაამხნევებს და ჩაუნერგავს საკუთარი თავის რწმენას. მუდამ იქნება მათ გვერდით, იქნება კედელი და მფარველი.