ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო არის ლენჯერი, 6-ის კონტაქტები, სამი პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევა, 2-ზე გრძელდება კონტაქტების მოძიება.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 23-ის კი მძიმე.