ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც მარკ ცუკერბერგმა პირველად გაუშვა Facebook.com– ის ახალი სახე, მაგრამ მალე ეს იქნება ვებგვერდის ერთადერთი ვერსია.
Facebook- ის “კლასიკური” ვერსია სექტემბრიდან ხელმისაწვდომი აღარ იქნება,_ ამის შესახებ ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც დღეს Facebook-ის გვერდზე შესვლისას მომხმარებლებს დახვდათ.
ცნობისთვის, მაისიდან ეს ახალი სტანდარტი მომხმარებლებისთვის ნებაყოფლობით ხელმისაწვდომი იყო და სოცქსელის წევრებს მასზე უარის თქმა და ისევ ძველი ვერსიით სარგებლობა შეეძლოთ.
დიზაინერებმა და ინჟინრებმა რამდენიმე თვის წინ განმარტეს Facebook-ის ახალი ვერსიის შექმნის მიზეზები.
ამ განახლების წინ სტაგნაცია მოხდა, როდესაც ფეისბუქმა ფოკუსირება მოახდინა მობილური მოწყობილობებზე, მაგრამ ახლა ის მზად არის დააყენოს ისეთი ელემენტები, როგორიცაა Watch და Gaming სექციები.