თურქეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში გადაარჩინა 41 თავშესაფრის მაძიებელი. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები საბერძნეთის სანაპირო დაცვამ გამოაბრუნა თურქეთისკენ.
ცნობისთვის, თურქეთი თავშესაფრის მაძიებლების მთავარი სატრანზიტო პუნქტია. მათი მიზანი ევროპაში გადასვლაა ახალი ცხოვრების დაწყების მიზნით, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ომს გაურბის.