სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება ისევ დაძაბულია.
Trend.az აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაურდნობით იუწყება, რომ სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება აზერბაიჯანის მისამართით 35-ჯერ დაარღვია.
გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები იყენებდნენ მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს.