კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო, მსოფლიოში მილიონობით ქალს აღარ აქვს წვდომა კონტრაცეპტივებსა და აბროტზე, – ამის შესახებ Marie Stopes International-ის ანგარიშში წერია. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 37 ქვეყანაში მცხოვრებ ქალებს აღარ აქვთ წვდომა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სერვისებზე.
კვლევაში, ასევე აღნიშნულია, რომ 40-მდე ქვეყანაში, 2020 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში, აღნიშნული სერვისებით თითქმის ორი მილიონით ნაკლებმა ქალმა ისარგებლა, ვიდრე – გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.