პატარა ცისფერ ფურცელზე დაწერეთ მწვანე ფერის მელნით: „გპმკბც“ და ატარეთ საფულით. ცისფერი მელნით ან ფლომასტერით დაწერეთ ვარდისფერ ფურცელზე – „ვცმკგი“. შეინახეთ სარკის წინ პატარა ყუთში ან სეიფში და ფული არასდროს დაიკარგება.
ამ ასოების ნაკრები რეალურად შველის და ეხმარება მას, ვისაც სჯერა.
მთავარანგელოზი მიქაელის ხმალზე იყო ამოტვიფრული ასოები – „ვუპნკკმ“, რაც დაცვას ნიშნავს და სასურველია, ოქროსფერ ფურცელზე ვერცხლისფერი ასოებით დაწეროთ და კართან ისე შეინახოთ, რომ შემომსვლელებს თვალში არ ხვდებოდეს.
დაწვით თქვენი უსიამოვნებები
იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ უსიამოვნებისაგან, გირჩევთ, დაწვათ ისინი სანთლის ალზე.
აიღეთ სუფთა თაბახის ფურცელი და ჩამოწერეთ ყველაფერი ცუდი, რაც თქვენ ირგვლივ ხდება და გინდათ, რომ აღარ იყოს.
აანთეთ ეკლესიის სანთელი და ფურცელი დაწვით ალზე.