საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაშურში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად ხაშურის შემოვლითი გზა გახსნა.
კითხვაზე, რომელიც ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებას შეეხებოდა, გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:
„საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციასა და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე საქართველოში,” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.