ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ UNICEF-თან ერთად პირბადის ტარების შესახებ ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
რეკომენდაციის თანახმად, 12 წელს გადაცილებულმა ბავშვებმა პირბადე უნდა ატარონ ისევე, როგორც ზრდასრულები ატარებენ.
პირბადის ტარება განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც შეუძლებელია სულ მცირე ერთი მეტრის დისტანციის დაცვა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბევრი რამ უცნობია იმის შესახებ, თუ რა წვლილი შეაქვთ ბავშვებს კორონავირუსის გავრცელებაში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებმა პირბადე არ უნდა ატარონ.