ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანაში მოვლენები ,,ფერადი რევოლუციების“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მისივე განცხადებით ,,გარე ფაქტორის მონაწილეობით“ შიდა პოლიტიკური ვითარება იძაბება.
,,როგორც ველოდით, ყველაფერი „ფერადი რევოლუციების“ გეგმის მიხედვით, შიდა პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვით ვითარდება. სიტუაციის ორიგინალობა და განაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის გარე ფაქტორთანაა დაკავშირებული, რაც ყოველთვის ასე არ ხდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
როგორც ცნობილია, ბელარუსის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანში საპროტესტო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.