„ჩვენი პოლიტიკური ძალა, „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“, კოალიციაში არავისთან არ აპირებს შესვლას, არც „ოცნებასთან“ და არც ოპოზიციასთან. მიუმეტეს, რომ „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ საკმაოდ მძიმე წარსული აქვს, ხალხს კი ცლილებები სჭირდება!
ამას გარდა, ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით შეთანხმებები რომ დადონ პოლიტიკოსებმა.
ეს არაერთხელ მითქვამს და ჩემს სიტყვას არ გადავალ.
თუმცა შევუერთდები იმ დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს, რომ ოპოზიციამ ერთმანეთის ხმები უნდა დაიცვას ხელისუფლებისგან. რადგან ვთვლი, რომ ეს საკმაოდ ჯანმრთელი ინიციატივაა“,_ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.