საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 1 421 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 137-ს შეადგენს, ხოლო ვირუსით გარდაცვლილის 17-ს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 005 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.