შატილში მომხდარ ტრაგედიას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა.
„შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი.
ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს“,_ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ცნობისთვის, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რასაც 17 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ავტოკატასტროფის გამო ხვალ ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა.