იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიყენებული ზარალის აღრიცხვა ამ წუთებშიც გრძელდება.
23 აგვისტოს ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, წყალტუბოში, ვაზნარის ღელის ადიდების გამო დაიტბორა 21 საცხოვრებლი სახლი, პირველადი მონაცემებით წვიმამ მუნიციპალიტეტში დააზარალა 120-ზე მეტი ოჯახი, როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.
სტიქიის გამო რთული მდგომარებაა სოფლების: რიონის, სორმონის, ნოღის, ზარათი-მეჩერის, გუმათის, ჯიმასტაროს, ჟონეთის, დღნორისის, საჩხეურის, ოფურჩხეთის, ქვილიშორის, ხომულის, ჩუნეშის, ცხუნკურის, სოფელ წყალტუბოს შიდა სასოფლო გზებზე, მეწყერი ჩამოწვა სოფელ ნოღაში და სორმონში, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. მეწყერმა დააზარალა სოფელ ქვილიშორის მოსახლება.
მოძრაობა აღდგენილია ქუთაისი- ალპანა- მამისონის დამაკავშირებლ ცენტრალურ გზაზე, სადაც მძიმე ტექნიკა მთელი ღამე მუშაობდა.
ძლიერი ნალექის გამო ქუთაისში კახიანოურის, წერთელის, ფოთის, განჯის, ნიკო მარის, ერევნის, ბალანჩივაძის, გუმათის, ავალიანის, ხეთაგუროვის, კრილოვის, ონის, შავგულიძის, ჩხობაძის ქუჩა, ავტომშენებლის ქ. ძელქვიანის, ნინოშვილის, ტყიბულის, გელათის, ბადრიძის, კოსტავას, ევდოშვილის ქუჩებზე პრობლემები შეიქმა, ასევე, სოლომონ მე-2 მე-4 ჩიხ პანსიონატი. დათა ნიჟარაძის მე-3 შესახვევი.
წვიმის გამო ასევე დაზიანებულია მელიქიშვილის, მარჯანიშვილის, კეკელიძის, ბუხაიძის, შარტავას, ნიკეას, ლესელიძის, რუას, ბარათაშვილის, ჭონქაძის, ბერი თევდორეს, ჩანჩიბაძის და სხირტლაძის ქუჩა, სადაც საყრდენ კედელს ფუნდამენტი გამოაცალა. ასევე, ახალაგაზრდობის მე-5 შეს. N14; ახალგაზრდობის მე-8 შეს. N2, სადაც ჩატანილია ხრეში; სადგური რიონისა და ახალგაზრდობის გამზირის დამაკავშირებელი კიბე.
გადაუღებელმა წვიმამ თერჯოლაში შიდა საუბნო გზები დააზიანა, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე აღდგენილია.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ტყიბულსა და ხარაგაულშიც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა გზები.
შედარებით ნაკლებად დაზარალდა ჭიათურა, სადაც ძლიერმა წვიმამ სამ სოფელში სამი საუბნო გზა გადარიცხა, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზები უახლოეს პერიოდში აღდგება.