ინდონეზიის კუნძული ბალი ტურისტებისთვის წლის ბოლომდე დაიკეტა.
როგორც BBC იუწყება, აღნიშნული გადაწყბეტილება კორონავირუსის პანდემიას და მისგან მომავალ საფრთხეებს უკავშირდება.
აქამდე გავრცელებუჯლი ინფორმაციით, კუნძულზე ტურისტებს შესვლა მომავალი თვიდან უნდა შეძლებოდათ, მაგრამ ინდონეზიაში არსებული ეპიდვითარების გამო გადაწყვეტილება შეიცვალა.
ამ ნაბიჯმა განაახლა შეშფოთება ტურიზმზე დამოკიდებული მოსახლეობის. სასტუმროები და რესტორნები მძიმე მდგომარეობაშია.