ინდოეთში 5 სართულიანი შენობა დაინგრა.
BBC-ის ინფორმაციით, 60 ადამიანი გადარჩა, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 18 ადამიანი სავარაუდოდ ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშაა. სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.
გავრცელებული ცნობით, შენობა 10 წლის აშენებული იყო.
შემთხვევა მუმბაისთან ახლოს მდებარე ქალაქ მაჰადში მოხდა.