ტურისტული კომპანია Traveler.ge-ს დამფუძნებელი შალვა ბოლოთაშვილი შატილში მომხდარ ავტოკატასტროფას Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება.
„გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც.
გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია..
აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო.
ვეღარასოდეს ვნახავ ჩემ უსაყვარლეს ნუცის და ხატიას.
17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა.
ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც“,_ წერს ბოლოთაშვილი.
როგორც ცნობილია, საბედისწერო ტურის ორგანიზატორი სწორედ ტურისტული კომპანია Traveler.ge იყო.
შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 3 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.