სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ეკო მიგრანტის, თამაზ შაქარაძის საცხოვრებელი დაიწვა. 6 სულიან ოჯახში ხანძარი, სავარაუდოდ, გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მიუხედავად ამისა, საცხოვრებელი სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, აჭარიდან წამოსული ეკო მიგრანტები ღია ცის ქვეშ დარჩნენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი დაზარალებულებს მაქსიმალურ დახმარებას დაპირდნენ.