BBC-ის ინფორმაციით, ავსტრალიაში Facebook გვერდებზე ახალი ამბების გავრცელება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს.
როგორც გამოცემა იუწყება, Facebook-ის მსგავსად ავსტრალიის ტერიტორიაზე ახალი ამბების გავრცელებაში თანხის გადახდა დაგეგმილია Google-თან დაკავშირებითაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ავსტრალიაში კანონის მიღება უახლოს მომავალში მოხდება.
ხელისუფლების განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში სოციალურ მედიაში ყოველდღიურად ათასობით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, ახალი რეგულაციები კი მათ რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს.
BBC-ს ინფორმაციით, ავსტრალიის ხელისუფლების გადაწვეტილებას ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში Facebook-ის წარმომადგენელი უილ ელსონი არ ეთანხმება.
როგორც ელსონი აცხადებს, კანონი ახლი ამბების სააგენტოებს დააზარალებს, რადგან სტატიები სოციალურ ქსელში განთავსების შემთხვევაში ისინი იძულებულები გახდებიან თანხა გადაიხადონ.