შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა სულ 170 მოქალაქე გადაარჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა გადაარჩინეს 170 მოქალაქე.
მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს – 23.
გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია
მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ – დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ“,_ აცხადებენ უწყებაში.