დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გურიაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება.
„გურიაში ინფიცირების 4 შემთხვევაა გამოვლენილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გაფართოებული კვლევა. ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდ, ფართომასშტაბიან ქორწილთან“,_ განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, მსგავსი შეკრებების დროს ადამიანები დაუცველები არიან ინფიცირებისგან და თავი მაქსიმალურად უნდა აარიდონ.
„ეს მოწოდება ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ. ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში, კანონით აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. თავი უნდა შევიკაოთ. ეს არის დაინფიცირების მომატებული რისკი“, _ განაცხადა გამყრელიძემ.