ქუთაისის ცენტრში, მერიის შენობის წინ კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომის მქონე ნებისმიერი პირისთვის სწრაფი ტესტის გასაკეთებლად კარავი განთავსდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, განთავსებული კარავი მიზნად პირველ რიგში იმ ადამიანების შემოწმებას ისახავს, რომლებსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ აჭარასთან.
„პირველ რიგში აქცენტს ვაკეთებთ იმ ადამიანებზე, ვისაც კონტაქტი ჰქონდათ აჭარასთან ბოლო ორი კვირის განმალობაში და პედაგოგებზე, რომლებიც იყვნენ აჭარაში. სწავლა უნდა დაიწყოს და მანამდე ყველა პედაგოგი უნდა იყოს გატესტილი, რომ დავრწუმნდეთ არცერთ მათგანს არ აქვს კოვიდინფექცია და უკვე შემდგომ ყველა ის ადამიანი, ვინც შეიძლება ჩათვალონ, რომ აქვთ სიმპტომები ან უბრალოდ უნდათ ტესტის ჩატარება“._ განაცხადა შალამბერიძემ.