პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა, სწორი ჰიგიენური პირობები,_ ეს ის რეკომენდაციებია, რისი დაცვისკენაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს.
„ეს არის ჩვენი იარაღი დღეს კოვიდთან ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველამ დავიცვათ და დარწმუნებულები იყავით, რომ საქართველო, როგორც დღეს გამოვიყურებით ოაზისად ჩვენს რეგიონში და ყველაზე ცოტა გვაქს ინფიცირების რაოდენობა, უნდა ვეცადოთ ყველამ ერთად, რომ ეს სტატუსი შევინარჩუნოთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.