გურიაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც „გურია ნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ცენტრს არჩილ მჟავიამ განუცხადა, ინფიცირებული ქალია და ის ქორწილის კლასტერიდანაა. კონტაქტები შესწავლილია და ტესტების პასუხი მოგვიანებით იქნება.
ამ დროისთვის გურიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 12 შემთხვევაა დაფიქსირებული, 9 ოზურგეთში და 3 ჩოხატაურში.