პოლიტიკური პარტია “პროგრესი და თავისუფლება”, ოლიმპიურ ჩემპიონს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, მანუჩარ კვირკველიას, გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგენს.
ამის შესახებ “რეკორდერს” მანუჩარ კვირკველიამ განუცხადა.
“დღეს იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ პარტია “პროგრესი და თავისუფლებიდან” ვიყარო კენჭი მაჟორიტარად გურიაში.. პარტიაა ასეთი”, – განაცხადა მანუჩარ კვირკველიამ.
ოლიმპიური ჩემპიონი, დღესვე, ოზურგეთში საარჩევნო შტაბის გახსნა გეგმავს.
როგორც ცნობილია, ის იქნება გაერთიანებული ოპოციზიის პროპორციულ სიაშიც.