გურიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს “გირჩიც” წარადგენს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “გირჩის” მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში – ვახტანგ ზენაიშვილი იქნება. ამის შესახებ ზენაიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
“ჩემი მიზანია საბჭოთა კავშირის დამთავრება, რეალური თავისუფლების მიღება, სახელმწიფოს როლის მაქსიმალური შემცირება და ლიბერტარიანული იდეების აქტიური პროპაგანდა. რაც მეტი გირჩელი იქნება პარლამენტში, ამის მიღწევა უფრო გაადვილდება”,_ წერს ზენაიშვილი.
ცნობისთვის, ზენაიშვილი 2013-2015 წლებში ლანჩხუთის გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა და “თავისუფალ დემოკრატების წევრი იყო. გირჩის” წევრი კი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გახდა.