ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელიც პანდემიის გამო მკაცრ შეზღუდვებს მეორედ აწესებს.
Businessinsider-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა ხუთშაბათს მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც გადაადგილებასა და ეკონომიკურ საქმიაობაზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
ქვეყანა ამ ნაბიჯით კორონავირუსის ინფექციასთან გამკლავებას ცდილობს.
ჩაკეტვა წარმატებით დაეხმარა ქვეყანას დაავადების გავრცელების შეჩერებაში, მაგრამ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 145 000-ს გადააჭარბა. ქვეყანამ პირველად გამოცხადებული კარანტინი 17 მაისს შეწყვიტა, მაგრამ ნაწილი ფიქრობს, რომ გახსნა ნაადრევი იყო.
ამ დროისთვის ინფიცირების შედეგად დაახლოებით 1100 გარდაცვლილი ადამიანია ქვეყანაში.
მოქალაქეებმა გააკრიტიკეს ისრაელის პრემიერ- მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მთავრობის რეაგირება ქვეყანაში გავრცელებულ ეპიდაფეთქებებზე, ბევრი მონაწილეობდა დემონსტრაციებში.