მორიელი
ცნობილია, რომ მორიელი არ არის ერთგული, პირიქით, ყველაზე „მოღალატე“ არის ურთიერთობებში. მათთვის ერთი პარტნიორი საკმარისი არასდროსაა. ხშირად ყავთ ორი ან სამი, თუნდაც ოთხი პარტნიორი, ისე რომ ისინი ვერც კი იგებენ დანარჩენების არსებობის შესახებ.
თევზები
თევზებს ემოციურობა ახასიათებთ, ამიტომ ადვილად „ებმებიან“ სხვა ქალების მახეში. გარკვეულწილად ეს მათ ბრალი არ არის, რადგან ბუნებით ასეთები არიან, მაგრამ ეს მთლიანად ვერ ათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან. თუ თევზებს ხვდებით, ყურადღება მიაქციეთ, რომ მის კაპრიზებს გასავალი არ ჰქონდეს ურთიერთობაში, თორემ იფიქრებს, ადვილი სამართავიაო და სხვასთან წავა.
კირჩხიბი
სტატისტიკურად ეს მესამე ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც ღალატი ადვილად შეუძლია. მათ არ აქვთ მიზეზები, როგორც მორიელს და თევზებს, უბრალოდ ძალიან უყვართ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები და ვერ იკავებენ თავს, რომ არ „დაეჩალიჩონ” მათ. ამის გამო ხშირად ამთავრებენ ურთიერთობებს და გვიან ნანობენ, იმდენად ნიჭიერები არიან, ძველი პარტნიორების დაბრუნებაც კი შეუძლიათ.